ქვეყანაში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი არჩევანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემაც გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებს ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ხმა ქვეყნის მომავალსა და მოსახლეობის კეთილდღეობას მისცა.
"დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, დაწყებული პროექტების დასრულებას, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას", - განმარტა ვარშალომიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის საარჩევნო ოლქის მე-8 უბანზე 10:30 საათისთვის მივიდა.
ქალაბატონები საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ.