თბილისის მერობის "მრეწველების" კანდიდატ გოგი თოფაძის განცხადებით, "ხელისუფლება დღეს თუ არა, ხვალ დამარცხდება".
ამის შესახებ თოფაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განუცხადა და აქვე განუმარტა, რომ არჩევნებზე "ნორმალური განწყობით მივიდა".
"ჩვენმა პარტიამ უკვე აღმოაჩინა 10 000-მდე დარღვევა. მასზე აუცილებლად მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას", - განაცხადა თოფაძემ და აღნიშნულის დამადასტურებლად მედიას წლების წინ გარდაცვლილი ამომრჩევლების სახელზე დაბეჭდილი 5 ბარათი იქვე წარუდგინა.
თოფაძემ ხმა ვაკის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა. ის იქ მეუღლესთან ერთად მივიდა.