ევრკოვაშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნების შეფასებით, დღევანდელი არჩვენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისისთვის, რადგან თბილისლები საკუთარ მერს პირდაპირი არჩვენის წესით აირჩვენ. ამის შესახებ პიტერ სემნებიმ ცესკოს თავმჯდომარეთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
"იმედი მაქვს, რომ არჩვენებზე მოსახლების აქტივობა მაღლი იქნება. დღევანდელი არჩვენები კი განსაკუთრებით თბილისისთვის არის მნიშვნლოვანი, რადგან თბილისლებს მერის პირდაპირი წესით არჩევის საშუალება ეძლევათ", - განაცხადა სმენები.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩვენებში მონაწილება მიიღონ, "ამისთვის კი მათ ამინდიც ხელს უწობთ, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ".
მისივე თქმით, იგი დღეს რამდენიმე საარჩვენო უბანს ეწვევა და არჩვენების მიმდინარეობას დააკვირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმიდნარე თვითმართველობის არჩენებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ჩატარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს. თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. ასევე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.