ლაგოდეხის N 21 საოლქო კომისიის უზუნთალას საარჩევნო უბანზე კარუსელი ტრიალებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აცნობა.
„ერთი და იგივე ამომრჩველი საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე შედის. ასე ხდება დილის 10 საათის შემდეგ. ვწერ საჩივრებს, მაგრამ ჩემს არც ერთ საჩივარს საარჩევნო კომისია არ იბარებს და არ განიხილავს" - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დავით მშვილდაძემ.
უზუნთალას საარჩევნო უბანზე დარღვევების შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ინფორმაცია ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიასაც მიაწოდა. დავით მშვილდაძის თქმით, საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა, რომლებიც უბანზე გამოცხადდნენ უხეში დაღვევების მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის პროცესის გაგრძელების მითითება მისცეს.