თბილისის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ მთაწმინდის რაიონის მე-15 საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია რომ დღევანდელ არჩევნებზე ხალხის მაღალი აქტივრობა დაფიქსირდება.
"თბილისელებისთვის ეს მართლაც ისტორიული არჩევნებია, რადგან თბილისი პირველად ირჩევს მერს არჩევნების პირდაპირი წესით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება გამჭვირვალე, სამართლიანი და ჩატარდება მაღალი სატანდარტებით. ამას მოწმობს მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, რომლებიც საქმიანია და ორიენტირებულია იმაზე რომ ხალხს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს", _ განაცხადა გიგი უგულავამ.