დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლო განიხილავს ალიანსის სარჩელს დახურულ უბნებთან დაკავშირებით.
აღნიშნული სარჩელი ეხება იმას, რომ "ალიანსს" არ მიეცა საშუალება დახურულ უბანზე რეგისტრირებული პირების შემოწმების, ნამდვილად იმყოფებიან თუ არა ეს პირები ყაზარმულ მდგომარეობაში.
საუბარია დახურულ უბანზე რეგისტრირებულ 1500-მდე ამომრჩეველზე.