"საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ხმა ქვეყანაში ცვლილებების დაწყებას მისცა.
"ხმა მივეცი საქართველოს უკეთეს მომავალს და ცვლილებების დაწყებას - ირაკლი ალასანიას და მის გამარჯვებას", - განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, ის არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ამომრჩევლები ისეთი აქტიურობით გამოირჩევიან, როგორც არასდროს.
გარდა ამისა, "საქართველოს გზის" ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს ეგზიტპოლების შედეგებს არ დაუჯერონ.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია ვერის ნომერ 18-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.