გურჯაანის N12 საარჩევნო საოლქო უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ზურაბ დანელიშვილმა აცნობა დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მე-14 პუნქტი.
„გურჯაანის N12 საარჩევნო საოლქო უბანზე ყველგან პარტიული სიების საარჩევნო ბიულეტინის უკანა გვერდზე არ არის არნიშნული ამომრჩეველთა რეგისტრაციის ხელმოწერის ადგილი და სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი. ეს კი საარჩევნო კოდექსის დარღვევაა" - აღნიშნა დანელიშვილმა.
მისი განმარტებით, ხარვეზიანი ბიულეტენების შესახებ იგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა,სადაც ასეთი ბიულეტენების გამოყენებაზე ნებართვა მიიღო.