თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის N 33-ე საარჩევნო უბანზე მარკირება საარჩევნო უბნის გარეთ მიმდინარეობს.
"საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც მარკირება უბანში უნდა გააკეთოს, ეზოში გავიდა და მარკირებას უბნის გარეთ ახდენს". - აღნიშნა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა.
საარჩევნო კომისიის წევრის განცხადებით უბნის გარეთ მარკირების ჩატარების შესახებ დავალება კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო.
აღნიშნულ დარჩვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი შეადგინა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე საჩივარს რეგისტრაციაში არ ატარებს.