სენაკის #64 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბანზე ყველა უბანი გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კორესპოდენტი სენაკიდან იუწყება, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ცალკეულ უბნებზე დილიდანვე აქტივობა შეიმჩნევა.
უბნებზე ასევე უკვე გამოცხადებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები.