გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქცია ცესკოში 1032 წარმომადგენლის რეგისტრაციას უარყოფს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ჯანსუღ ჩარკვიანმა განუცხადა, აღნიშნული მონაცემები სინადვილეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ცესკოში აკრედიტებულია გაზეთის 160 წარმომადგენელი, რომელთაგან 25-მდე პირი არჩევნებს ვერ დაესწრება.
"ცესკოში აკრედიტაციისთვის წარდგენილ დოკუმენტებს თან ახლავს დანართი 6 გვერდზე, სადაც მითოითებულია, რომ ჩვენ აკრედიტაცია მოვითხოვეთ 160 წარმომადგენელზე. საიდან გაჩნდა 1032 ადამიანი ჩემთვის უცნობია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანსუღ ჩარკვიანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუმარტეს, რომ ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები სწორია.
ცნობისთვის, არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 54 მედიასაშუალებაა აკრედიტებული. არჩევნების მინდინარეობას კი ცესკოში აკრედიტებული მედიასაშუალებების 1846 წარმომადგენელი გააშუქებს.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი მედიასაშუალებებიდან გაზეთ „ქართული სიტყვას" ჰყავს - 1032. შემდეგ მოდიან ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი" - 164 წარმომადგენელი, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - 115 წარმომადგენელი და ტელეკომპანია იმედი _ 100 წარმომადგენელი.
გაზეთი „ქართული სიტყვის", რომელიც ცესკოში აკრედიტებულ მედიასაშუალებს შორის წარმოდგენილებით ლიდერობს, პირველი ნომერი 2009 წლის 16 ოქტომბერს, გამოვიდა.
ყოველკვირეული გამოცემა თავის ფურცლებს უთმობს ლიტერატურას, ხელოვნებას, პოლიტიკას. გაზეთის რედაქტორია პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი. სარედაქციო კოლეგია _ არმაზ სანებლიძე და გიორგი მამაცაშვილი (მთავარი რედაქტორის მოადგილეები), ბონდო მძინარაშვილი (პასუხისმგებელი მდივანი), ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, ბაჩანა ბრეგვაძე, ემზარ კვიტაიშვილი, თამაზ წივწივაძე.