დღეს საღამოს, ოსლოს "ტელენორ-არენაზე" ევოროვიზია -2010-ის ფინალი გაიმართება.
ფინალში მონაწილეობას 25 კონკურსანტი მიიღებს. ფინალურ კონკურსს აზერბაიჯანის წარმომადგენელი _ საფურა გახსნის.
ფინალში მაყურებელი შეაფასებს 25 ქვეყნის _ საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, საბერძნეთი, პორტუგალია, ბელორუსი, სერბეთი, ბელგია, ალბანეთი, ისლანდია, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ისრაელი, ირლანდია, კვიპროსი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, სომხეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია. _ წარმომადგენელს.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით ბუკმეკერების ფავორიტი აზერბაიჯანელი მომღერალია.
მათივე მონაცემებით, აუტსაიდერებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, რუსეთისა და ბელორისის წარმომადგენლები.
საკმაოდ პოზიტიურია კონკურსზე ქართველი მონაწილის სოფო ნიჟარაძის შანსები, რომელმაც მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით დასძლია და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ფინალში უკეთესად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, გადმოვცე ყველა ის ემოცია რასაც შინაგანად ვგრძნობ და ამით ვთქვა ჩემი სათქმელი", _ განაცხადა სოფო ნიჟარაძემ ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ.
კონკურსის გამარჯვებული ტელემაყურებელთა და ჟიურის ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლიდება.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის ფინალური ეტაპი 25 მაისს დაიწყო. მასში 39 ქვეყნის მონაწილე ჩაერთო. ფინალურ ეტაპზე კი 25 გავიდა.