"ნაბუკოს" გაზსადენისთვის გაზის მიწოდების შესახებ გარიგებები მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში უნდა გაფორმდეს. ამის შესახებ პროექტის დირექტორმა რაინჰარდ მიჩეკმა განაცხადა.
მიჩეკი იმედოვნებს, რომ მშენებლობა გეგმის მიხედვით, 2011 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
მიჩეკის განცხადებით, გაზსადენი ექსპლუატაციაში აუცილებლად 2014 წელს უნდა შევიდეს. იგი დარწმუნებულია, რომ გაზი კარგ ფასად გაიყიდება.
3,3 ათასი კილომეტრის სიგრძისა და 20-30 მლრდ კუბური მეტრი გაზის სიმძლავრის გაზსადენის მშენებლობა 7,9 მლრდ ევროდაა შეფასებული.
ნაბუკო წელიწადში 31 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრნსპორტირებას ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით ითვალისწინებს.