„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება და ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
"თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.
დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.
გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს," - აცხადებს კომპანია.
შეგახსენებთ, ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო ვაკე-საბურთალოს 150 000 აბონენტს გაზმომარაგება 9 თებერვალს შეუწყდა.