აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა უარს არ ამბობს სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაწევაზე, მაგრამ უნდა მოხდეს პროცესისა და სტრუქტურის რეორგანიზაცია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
”მიმაჩნია, რომ სათანადო საგარეო დახმარება კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორი მიმართულებით”, - თქვა მან.
მისი თქმით, იდეა, რომ შეერთებულმა შტატებმა „40-დან 60 მილიარდ დოლარამდე უნდა დახარჯოს საგარეო დახმარებაზე და რომ მთელი ეს ფული გონივრული მიზნებისთვის მიდის, აბსურდია“.
"ამ თანხების ნაწილი იხარჯება არაეფექტურად", - თქვა რუბიომ.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა უცხოური დახმარების გადახედვა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი USAID-ის, ნაწილი კი სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით გადის.
„უნდა განვსაზღვროთ პროექტები, რომლებიც ნამდვილად მხარს უჭერენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაგრძელოთ ინიციატივების დაფინანსება, თავიდან ავიცილოთ ის პროექტები, რომლებიც ფულის ფუჭი ფლანგვაა ან ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს მსოფლიოში“, - თქვა რუბიომ.
ახლა, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ყოველგვარი საგარეო დახმარება ყველა პროექტის გადახედვის მიზნით. მოხდება იმ პროექტების ლიკვიდაცია, რომლებსაც აზრი არ აქვს, , ხოლო ის პროექტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს, შენარჩუნდება და შესაძლოა გაძლიერდეს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეაჩერა USAID-ის პრიექტები. USAID-ის თანამშრომლები მთელ მსოფლიოში ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, მას შემდეგ, რაც მისი მუშაობა ფაქტობრივად შეჩერდა.
7 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კორუფციის ისეთ დონეს მიაღწია, რომლის შესახებაც მანამდე არავის სმენია.
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ კარლ ნიკოლსმა კი შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომელთა უმეტესობის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაშვებას.