„27 სექტემბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ჩემი თაობის მისიაა, რომ აფხაზეთი, რომელიც დღეს აღარ არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენი ამოცანა არ არის აბსტრაქტული შერიგება, არამედ ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორება, დევნილების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„27 სექტემბერი, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, მაგრამ ეს დღე უნდა გვახსოვდეს, პირველ რიგში ჩემი თაობის წარმომადგენლებს, რომ ჩვენი თაობის მისია გახლავთ, რომ 27 სექტემბრის შემდგომ შექმნილი მდგომარეობა, როდესაც აფხაზეთი სამწუხაროდ აღარ არის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, ვერ ვრცელდება იურისდიქცია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს მას, როგორც ჩვენს ნაწილს, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს, დედა სამშობლოს და ამისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ პირველ რიგში ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი და უნდა მოვითხოვოთ არა აბსტრაქტული შერიგება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, არამედ ეთნიკური წმენდის შედეგების გამოსწორება, ქართველი დევნილების საკუთარ მიწაზე დაბრუნება და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ქართველების ეთნოწმენდაში და სხვა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, ამიტომაც მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა ის, რაზეც სამწუხაროდ ე.წ პრეზიდენტი საუბრობდა უმაღლეს ტრიბუნაზე გაეროსი, რომ თითქოს და ვიღაცას უნდა შევურიგდეთ, ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს შესარიგებელი, ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი. გასაგებია, რომ იყვნენ კონკრეტული აქტორები სეპარატისტების სახით, მაგრამ ისინი არც გამოხატავდნენ ოსების და აფხაზების ნება-სურვილს, რადგან ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც ემსახურებოდნენ რუსეთს, კრემლს. უნდა მოხდეს ჩვენი დევნილების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის გასაკეთებელი.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა