აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მიერ რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტას ეხმიანება.
„ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკის ენერგეტიკული სექტორისთვის: ბალტიის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს. ვულოცავ ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ევროპის ელექტროენერგიის ქსელთან შეერთებას“, – წერს რუბიო „იქსზე“.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს, დათქმულ ვადაზე 10 თვით ადრე, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი საბოლოოდ გამოეთიშნენ რუსეთის ენერგოსისტემას და კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ.