აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და ამბობს, რომ ისინი "ქართული ოცნების" რეჟიმის ხელშემწყობები არიან და უნდა დასანქცირდნენ.
"ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ აშშ-ს მტრებისთვის საქართველოს მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია. უნდა დასანქცირდნენ და განიდევნონ დასავლეთიდან:
ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი", - წერს ჯო უილსონი X-ზე.