ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ყვება.
მისი თქმით, თავს სამი ნიღბიანი პირი იმ დროს დაესხა, როცა ის ძაღლს ასეირნებდა.
შეგახსენებთ, გაბიტაშვილს 13 იანვარს, აბუ დაბიში ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გაბიტაშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და ჰკითხა იციდნენ თუ არა რა მოვლენები ვითარდებოდა იმ დროს თბილისში.