კერძო სადაზღვევო კომპანიების მმართველობაში მყოფი (თბილის გარდა) სასწრაფოები კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში ბრუნდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ სწორედ ამ მიზნით სამინისტროში სპეციალური სიპი იქმნება, რომელიც სასწრაფოებს მენეჯმენტს გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მიიღო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასო ყოფილიყო. მის მენეჯმენტს კი სამინისტროს საქვეუწყებო სამსახური ახორციელებდა. ჯანდაცვის სამინიტრომ, თავის დროზე, ყველა რაიონისთვის შეიძინა 130 ორხიდიანი ,,უაზის" მარკის და 20 ,,ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი. 2009 წელს კი კვლავ მოხდა ავტოპარკის განახლება. დამატებით შესყიდულ იქნა 60 ,,უაზი" მარკის ავტომანქანა, თუმცა 2011 წელს გადაწყდა სასწრაფოები (თბილისის გარდა) მმართველობაში გადასცემოდა კერძო სადაზღვევო კომპანიებს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ სახელმწიფო მენეჯმენტის პირობებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება კვლავ უფასო იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გამოძახებაზე გასვლა მოხდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით, ასევე განხორციელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და მძღოლების გადამზადება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი რომლის თანახმად, უნდა მოხდეს ორასზე მეტი მაღალი გამავალობის სასწრაფო სამედიცინო ავტომობილის შესყიდვა.