აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციების შერჩევა/შეფასებას გულისხმობდა დასრულდა. სამინისტროს საკონკურსო/საატესტაციო კომისიამ განიხილა შემოსული განცხადებების შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. სულ შემოვიდა 190 განცხადი, მეორე ეტაპზე გადავიდა 43 კონკურსანტი.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ კონკურსანტებს ეცნობათ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
აპლიკაციების შერჩევა/შეფასებასთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხევაში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ განცხადებით სამინისტროს საპრეტენზიო კომისიას 2013 წლის 6 დეკემბრამდე, მისამართი ქ. ბათუმი. აკ. მამია კომახიძის ქ. N119.
იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ეტაპი, მომდევნო ეტაპის (ტესტირტება) ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ეცნობებათ დამატებით (განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით).
სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (დევნილთა საქმეების დარგში), დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის სამი მთავარი სპეციალისტის (სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საქმეების დარგში), ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი 2013 წლის 21 ნოემბერს გამოცხადდა, საბუთების მიღების ბოლო ვადა იყო 30 ნოემბერი.