3 დეკემბერს, 12:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური საცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სარეაბილიტაციო ცენტრ თანას ეწვევა და ცენტრის აღსაზრდელებს მოინახულებს.
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული.
ეს დღე მიზნად ისახავს შშმ ადამიანების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. ამ დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ მობილიზაცია უნარშეზღუდულ პირთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრირება საზოგადოებაში.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახვადასხვა სტატუსის მქონე 13 322 შშმ პირი ცხოვრობს, მათ შორის 1072 - 18 წლამდე ბავშვია.
მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სავარძელ ეტლი აჭარაში მცხოვრებ 100 შშმ პირს გადასცა, სმენის აპარატი მიიღო 200 შშმ პირმა. აღნიშნული პროგრამები 2014 წელსაც გაგრძელდება, სავერძელ ეტლს 150 შშმ პირი მიიღებს, სმენის აპარატს კი 300 ბენეფიციარი.
2014 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განახორციელებს შშმ ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სადღეღამისო ცენტრის მოწყობას, შესაბამის სამედიცინო მომსახურების გაწევას და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე სწავლებას. სამინისტრო მომავალ წელს, ასევე გააგრძელებს ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამას.