ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა დღეს თავის ავღანელ კოლეგასთან ჰამიდ კარზაისთან ქაბულში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ ავღანეთში ორმაგ თამაშს თამაშობს.
"აშშ ავღანეთში ორმაგ თამაშს თამაშობს, როდესაც ებრძვის ტერორისტებს, რომლებიც მათ თავად შექმნეს", _ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ნატო ავღანეთს მშვიდობას ვერ მოუტანს.
"საერთაშორისო ძალების ავღანეთში ყოფნა არ არის ის "გადაწყვეტილება" რომელიც მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს", _ განაცხადა აჰმადინეჯადმა.