მოსკოველმა სამართალდამცავებმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მიტოვებულ სახლში თურქეთის მოქალაქე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ჩამომხრჩვალი ადამიანი ანკარის მაცხოვრებელია და იგი მოსკოვში მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩავიდა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე შარფზე დაკიდებული იპოვეს.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ამჟამად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.