21 სექტემბერს, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას" ინიციატვით და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
თერაპევტის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, ნეიროქირურგის, ექოსკოპისტის, ოჯახის ექიმის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში მიიღებენ. გამოკვლევები 10:30 წუთზე დაიწყება.
სამედიცინო აქციას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე დაესწრება.
სამინისტროს მხარდაჭერით „მედინას" და „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010"-ის მიერ ანალოგიური აქცია უკვე გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხოლო ბათუმის რეფერალურმა საავადმყოფომ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში.
მასალის გამოყენების პირობები