ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ისტორიაში რამდენიმე დღის წინ პირველად ურთულესი გინეკოლოგიოური ოპერაცია ჩატარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება „ჩემი ოჯახის კლინიკის" ქსელში შედის. იგი 70- საწოლზეა გათვლილი და უახლესი თანამედროვე აპარატურითაა ღჭურვილი. აქ ორი საოპერაციო ბლოკია განთავსებული, როგორც გეგმიურისათვის ასევე გადაუდებელი სასწრაფო ოპერაციებისათვის. კლინიკა კვალიფიციური მედ-პერსონალითაა დაკომპლექტებუილი, რომელთა გამოცდილება და პროფესიონალიზმის დონე მაღალია.
გინეკოლოგიურ ოპერაციებს ორი მოწვეული ახალგაზრდა სპეციალისტი ატარებს. მეან-გინეკოლოგი სერგო ფიფია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, მან სამედიცინო სასწავლებელი თბილისში დაამთავრა, ორდინატურა და ასპირანტურა კი მოსკოვში. მას კლინიკაში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს. ბესო შაკაიაც პროფესიონალი გინეკოლოგია, მანაც სამედიცინო განათლება თბილისში მიიღო, ორდინატურა კი უკრაინაში გაიარა. იგი ამ სფეროში რვა წელია მოღვაწეობს.
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში დაარსების დღიდან ანესთეზიოლოგი რამაზ წურწუმია მუშაობს. ოპერაციები რომლებიც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში პირველად ჩატარდა სწორედ მისი მონაწილეობით განხორციელდა.
პირველი გინეკოლოგიური ოპერაციები წარმატებით დასრულდა. ოპერაციები საათნახევარი გრძელდებოდა. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ და ექიმების პროფესიონალიზმს დადებითად აფასებენ.
თუ აქამდე ადგილობრივებს გადაუდებელი გინეკოლოგიური ოპრაციების ჩასატარებლად სხვადასხვა ქალაქებში გასვლა უწევდათ, ამიერიდან ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ყველანაირი პირობაა შექმნილი. პირველ ეტაპზე მოქალაქეები კონსულტაციებს გამოცდილ გინეკოლოგ მარინა ხოფერიასთან გადიან.