ყავა თვითმკვლელობების რისკს მაქსიმალურად ამცირებს. ამის შესახებ განცხადება ჰარვარდის სკოლის მეცნიერებმა გააკეთეს.
მეცნიერთა მტკიცებით, ყავაში კოფეინის შემცველობა განაპირობებსთავის ტვინში გარკვეული ნივთიერებების დაჩქარებულ წარმოქმნას (სეროტონინი, ნორადრენალინი და ა.შ.), რომლებიც ახდენენ „დამცავ ზეგავლენას", დაახლოებით, ანტიდეპრესანტების ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების ანალოგიურად.
კვლევის შედეგად დადგინდა ყავის მიღების შემდეგ თავდაცვის მექანიზმების ზრდა.
200 ათას კვლევაში ჩართულ მამაკაცს და ქალს კოფეინის შემცველ სხვადასხვა საკვებსა და სასმელებს აძლევდნენ. საბოლოდ მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ყავა 50%-ით ამცირებს თვითმკლელობის რისკს.
მეცნიერები კვლევების საფუძველზე დღეში 2-3 ფინჯანი ყავის მიღების რეკომენდაციას იძლევნიან.