სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" საქართველოში ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, იგი მართავს 35-მდე მაღალი სტანდარტების კლინიკას თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში.
ამ დროისთვის კომპანიის ქსელში საქართველოს მასშტაბით დასაქამებულია 7000-მდე ადამიანი.
სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" ზრუნავს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და მოსახლეობას სთავაზობს დამატებით ვაკანსიას გრითერის (პაციენტის მომსახურების კოორდინატორი) პოზიციაზე ქსელის მასშტაბით.
სს „ჩემი ოჯახის კლინიკა" ხელს უწყობს როგორც მოსახლეობის დასაქმებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურეობის ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებას.
სამუშაო ადგილი: - თბილისი
- კახეთი (თელავი, ყვარელი, ახმეტა)
- იმერეთი (ქუთაისი, თერჯოლა, ტყიბული, ხონი, წყალტუბო)
- სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა)
- აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ხულო, შუახევი, ქედა)
- სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ადიგენი, ნინოწმინდა)
სამუშაო გრაფიკი:სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის ნაკადების სწორი მართვა - კლინიკაში შემოსული პაციენტის და/ან თანმხლები პირისათვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება (გადამისამართება შესაბამის პირთან);
- მოქალაქეების ინფორმირება პაციენტების მონახულების გრაფიკთან დაკავშირებით;
- რიგების კონტროლი და პრობლემის შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირება;
- პაციენტის და მისი თანმხლები პირისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
- კლინიკის მოსაცდელში მშვიდი გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში (სასურველია);
- სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ტრენინგი „სერვის+"-ის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭებათ)
- ქართულ ენის გამართულად ფლობა და სწორი მეტყველება;
პიროვნული თვისებები:
- მოწესრიგებულობა საქმესა და ჩაცმულობაში;
- თავაზიანობა (არაფამილარული, კეთილგანწყობილი, ზომიერად ღიმილიანი, მიმართვის სწორი, ადექვატური ფორმა პაციენტისა და კოლეგის მიმართ, თანადგომა);
- ყურადღების გამოხატვა (მოსმენის კულტურა, კორექტული საუბარი, პაციენტისათვის სრულყოფილი და გასაგები ენით ინფორმაციის მიწოდება, აზრის გამართულად და დამაჯერებლად ჩამოყალიბება);
- ყურადღებიანობა დეტალების მიმართ და კარგი მეხსიერება;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვა და მოქნილობა, სტრესულ გარემოში სიმშვიდის შენარჩუნება;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება;
- სუბორდინაცია;
- გუნდური მუშაობა;
- თვითგანვითარება;
- კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა;
ფიზიკური და მენტალური უნარები:
გრითერს (პაციენტის მომსახურების კოორდინატორს) მოუწევს
- ფეხზე დგომა და სიარული ხანგრძლივი დროის განმავლობაში (მინიმუმ 8 საათი);
- სხვადასხვა ასაკისა და პრობლემის პაციენტთანპირდაპირი კონტაქტი;
- სტრესულ სიტუაციებში მოხვედრა დიდი ალბათობით (მძიმე, ჭირვეული, არაკორექტული პაციენტი და მისი ახლობელი);
- კლინიკის საჭიროების შემთხვევაში ზოგჯერ რეგისტრატორისათვის დამარება;
- შესაბამისი ფორმით გამოცხადება სამუშაო ადგილზე;
- სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები.
სს "ჩემი ოჯახის კლინიკა" გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამააგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mfc.ge 2013 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ გრითერი და დასაქმების სასურველი რეგიონი, მაგ: „გრითერი- თერჯოლა".