აშშ-ის მეცნიერებმა შეძლეს გაეშიფრათ 200 სახეობის ბაქტერიის გენეტიკური ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანი გარღვევა გახდა მოკროორგანიზმების კვლევაში.
როგორც ჟურნალი Nature იუწყება, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს გენომის ლაბორატორის სპეციალისტები ვარაუდობენ, ახალი აღმოჩენების საფუძველზე უკეთ გაეცნონ გარემოში მიკრობების როლს.
მიკრობიოლოგები აცხადებენ, რომ ბაქტერიების დნმ-ის მონაცმებით შეძლებენ დაადგინონ, როგორ ახერხებენ ისინი გადარჩნენ გარემოს აგერსიულ პირობებში.
ამის მიუხედავად ისინი ცხადებენ, რომ მიკრობების ყველა საიდუმლოს ამოხსნამდე ჯერ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი, რადგანაც მილიონობით ერთუჯრედიანები ჯერაც არაა აღწერილიც კი.