ჩემი ოჯახის კლინიკის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდა.
კონსულტაციები და გამოკვლევები შუახევის მოსახლეობას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჩააუტარეს.
პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში უტარდებოდათ.
სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გიორგაძე ეწსრებოდნენ.
ანალოგიური აქცია 27 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.