ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები რომელთა კვების რაციონში არის წითელი ხორცი, ბეკონი და სოსისი 2 ჯერ მეტად იტანჯებიან მეორე ტიპის დიაბეტით.
კვლევებში მონაწილეობდა აშშ-ს 14 900 მცხოვრები.ექსპერიმენტის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 7540 მოხალისეს აღმოაჩნდა მეორე ტიპის დიაბეტი. შესაბამისი იფორმაციის გადამოწმების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მონაწილეები, რომლებიც გაცილებით ბევრ წითელ ხორცს მოიხმარდნენ 2-ჯერ მეტად იტანჯებოდნენ ამ დაავადებით მათთან შედარებით, ვინც ყოველდღიურად მხოლოდ ორ ულუფას ღებულობდა.
ადრე მეცნიერები აღნიშნავდნენ,რომ წითელ ხორცს შეუძლია გამოიწვიოს ზოგიერთი დაავადება, თუმცა ახლა მათ ჩამონათვალს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა.
მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ ამ საკითხთან დაკავშირებით,რ ადგან მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად სწორედ განვითარებულ ქვეყნებში იზრდება. ისინი ასხადებენ, რომ ზოგიერთ ადამიანებში დაავადების განვითარების მიზეზი ზედმეტი კოლოგრამებია.