ადრეულ ასაკში სმარტფონებით, პლანშეტებით, კომპიუტერებით და სხვა ელექტრონული მოწყობილობებით გადაჭარბებული გატაცება შეიძლება ჭკუასუსტობის და ტვინის სხვა დარღვევების მიზეზი გახდეს, - აცხადებენ სამხრეთკორელი ექიმები, სპეციალური კვლევების საფუძველზე.
სამხრეთ კორეის მოზარდთა თითქმის 65 % აქვს პლანშეტი და სმარტფონი. მაშინ როცა 2011 წელს ეს მაჩვენებელი 3-ჯერ ნაკლები იყო. მობილური მოწყობილობებით გატაცება და გართობა პროვოცირებს "ციფრულ ჭკუასუსტობას", რომელიც კერძოდ ყურადღების კონცენტრირების უუნარობაში ვლინდება.
"ციფრული დემენციის" სიმპტომებს შორის ექიმები ასახელებენ ხშირ ნერვულ აშლილობას, მეხსიერების პრობლემას და სხვა ნიშნებს, რომელსაც ხშირად ავლენენ ადამიანები ფსიქიკური აშლილობით ან ისინი ვინც გადაიტანა თავის ქალის სერიოზული ტრამვა.
სპეციალისტების აზრით, დღეისათვის სამხრეთ კორეაში ათას ხუთასზე მეტ ადამიანს აღენიშნება თავის ტვინის სხვადასხვა დარღვევები, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასთანაა დაკავშირებული.
მასალის გამოყენების პირობები