რუსული მედია საქართველოში ამერიკული სამხედრო გემის " Johnl Hall"-ის ჩამოსვლაზე ამახვილებს ყურადღებას. "საქართველომ და ამერიკამ 2008 წლის ომის რეპეტიციის გავლა ხელახლა გადაწყვიტეს", _ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია ამ ფაქტთან დაკავშირებით წერს, რომ "საქართველოში კვალვ ჩავიდა ამერიკული სამხედრო გემი, რომლიც წინა საქართველოში ჩასვლის შემდეგაც საქართველომ სამხრეთ ოსეთის მისამართით აგრესია განახორციელა".
რუსული მედია ასევე აღნიშმავს, რომ ამერიკული სამხდერო გემი ამჟამად ფოთის პორტში დგას და მხოლოდ 4 მარტს გაემართება სამშობლოსაკენ. მათივე თქმით, ამ გემის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი და ამერიკელი საზღვრის დაცვის თანამშრომლებისა და მეზღვაურების ერთობლივი სწავლებების ჩატარება.
"ზუსტად ასეთივე ერთიბლივი სწავლებები მათ ჩაატარეს 2008 წლის მაისში. ამ სწავლებების შემდეგ საქართველომ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო მძინარე ცხინვალის წინააღმდეგ. რუსეთმა თავის მხრივ კი საქართველოში ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაცია დაიწყო. მას შემდგე მოსკოვი გამუდმებით აყენებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე სააკაშვილის რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის მოთხოვნას", _ წერს რუსული მედია.