ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერ-მუშაკებმა გააკეთეს შემდეგი განცხადება -რესვერატოლი, რომელიც არის წითელ ღვინოსა და ბროწეულში უბრალოდ "მშვენიერი ინგრედიენტია", რადგანაც სწორედ მის ხარჯზე იზრდება ადამიანის ენერგეტიკული პოტენციალი, ასევე იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ფრანგმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჭიებზე იმ რწმენით ჩაატარეს,რომ მსგავსი მეთოდი დაეხმარება ჭიებს და ასევე ადამიანებს იცხოვრონ გაცილებით დიდხანს.
დადგენილია,რომ რესვერატოლი 60 %-ით ზრდის ჭიების სიცოცხლეს .
გარდა ღვინისა, მოცემულ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს ყურძნის კანი და სხვა ხილი ,მათ შორიც კაკალი და კაკაო.
რესვერატოლი- ბუნებრივი ფენოლია, რომელიც ასევეა ე.წ." იაპონური მთიელის" ფესვებში, რომლისგანაც მოცემულ ფენოლს მოიპოვებენ უშუალოდ კომერციული მიზნებისთვის. თავად მცენარე მოცემულ ფენოლს გამოიმუშავებს იმ შემთხვევაში როცა ბაქტერიებს და სოკოებს უტევს.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ რესვერატოლის ეფექტი შესწავლილი იყო მრავალი მკვლევარის მიერ. მაგალითად ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ამ სახის ფენოლებს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისიმსივნური თვისებები, ასევე ამცირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას და დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
მასალის გამოყენების პირობები