IDFI შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყწრდნობით საქართველოში ჩატარებული აბორტების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2004-2012 წლებს მოიცავს. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ცხრა წლის განმავლობაში (2004-2012) საქართველოში ჩატარებულმა აბორტების რაოდენობამ საგანგაშო ციფრი 221 082 შეადგინა. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და 2004 წლის მონაცემთან შედარებით 2012 წლის წინასწარი მონაცემით 130%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ჩატარებული აბორტების ძირითადი ოდენობა მეორე და შემდგომ ორსულობაზე მოდის. 2011 - 2012 წლებში პირველი ორსულობის დროს ჩატარებული აბორტების კლებადი ტენდენცია შეინიშნება. როგორც ირკვევა საქართველოში აბორტებს 15 წლამდე მოზარდებიც მიმართავენ. 2012 წლის მონაცემებით მათ მიერ ჩატარებული აბორტის 20 შემთხევა დაფიქსირდა. 2012 წელს ჩატარებული აბორტების ყველაზე დიდი წილი 48, 4% მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე. საქართველოში ჩატარებული მინი აბორტების (ორსულობის 5 კვირამდე პერიოდი) წილი ჩატარებული აბორტების სრული ოდენობის მხოლოდ 34% დან - 42% მდე მერყეობს.