მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან გამოარკვიეს, რომ პენსიაზე გასვლა იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას და მრავალი ხანშიშესული ადამიანისთვის სტრესად იქცევა.
ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (IEA) მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ პენსიონრები, რომლებიც არ დადიან სამუშაოზე 40%-ით უფრო ხშირად იტანჯებინ დეპრესიით, გარდა ამისა 60%-ით იზრდება სხვადასხვა პრეპარატების მუდმივად მიღების ალბათობა. ასეთი მონაცემები მიღებულ იქნა 11 ევროპულ ქვეყანასში 50-დან 70 წლის ასაკამდე 9000 ადამიანზე დაკვირვებით.
მეცნიერების აზრით სტრესი და დეპრესია გამოწვეულია იმით, რომ ბევრი ადამიანი კარგავს ძველ კავშირებს და მარტოხელები ხდებიან. ამასთან მნიშვნელოვნად მცირდება პენსიონრის ფიზიკური აქტივობა. გარდა ამისა მნიშვნელოვნად მცირდება შემოსავალი, რაც აუცილებლად აისახება ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.