ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე ძლიერ ვიტამინს, რომელიც წინაღუდგება ყველა სახის ინფექციებს ვიტამინი В3 წარმოადგენს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ვიტამინს შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ ბაქტერიებს, რომლის წინაშე უძლურია არსებული წამლების უმრავლესობა.
ექსპერიმენტმა აჩვენა: ნიაცინი ( სუფთ ვიტამინი В3) აძლიერებს იმუნურ სისტემას ათასჯერ, ამასთან ორგანიზმის დამცავი ფუნქცია იმდენად აქტიურდება, რომ იგი თავად უწევს ბუნებრივ წინააღმდეგობას ოქროსფერ სტაფილოკოკებსა და სხვა სერიოზულ ვირუსებს. ძალიან მაღალი დოზით გამოყენებისას მას აქვს უნარი შეაჩეროს აივ ინფექციის განვითარება - ამტკიცებენ მეცნიერები.
ექსპერიმენტის დროს გამოყენებული დოზა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ვიტამინ В3-ის რეკომენდირებულ დღიურ ნორმას. ამასთან ნიაცინი აბსოლუტურად უსაფრთხო აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის.
თუმცა ამერიკელი სპეციალისტების "აღმოჩენა" ახალი როდი გამოდგა, ჯერ კიდევ 50 -იანი წლების ბოლოს მკვლევარმა და მეცნიერმა ლ.როლ hაბარდმა (დიანეტიკის და საენტოლოგიის ავტორი და დამფუძნებელი) აღმოაჩინა, რომ ვიტამინი B3 ეხმარება ადამიანის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. მანვე დაადასტურა, რომ ვიტამინი აბსოლუტურად უსაფრთხოა მისი დიდი დოზით მიღების დროსაც ( დღეში რამდენიმე ათასი მილიგრამი).
გარდა ამისა ნიაცინი უკვე 45 წელია გამოიყენება როგორც ორგანიზმის დეტოქსიკაციის საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები