18-დან 25 მაისის ჩათვლით საქართველოში „ევრომელანომა 2013"-ის კვირეული მიმდინარეობს. აქციას „ჩემი ოჯახის კლინიკა" შეუერთდა, სადაც პაციენტებს 22 მაისს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. მის წილად მოდის კიბოთი ავადობის შემთხვევათა 0,3-1%, თუმცა ბოლო ხანს მისი გახშირების ტენდენციაც შეიმჩნევა.
ამასთან დაკავშირებით ბოლო წლებია ევროპისა და მსოფლიოს პროგრესულმა სამედიცინო საზოგადეობამ ბრძოლა გამოუცხადა ამ დაავადებას ადრეული დიაგნოსტიკის მეშვეობით. ბოლო წლებია ევრომელანომის ეგიდით იმართება მოსახლეობის უფასო გასინჯვები დაავადების ადრეული გამოვლენისა და მისი პრევენციის მიზნით.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში „ჩემი ოჯახის კლინიკა" მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ „ჩემი ოჯახის კლინიკის" ცხელ ხაზზე 2550505, ან მისამართზე - აღმაშენებლის 123ა.
მასალის გამოყენების პირობები