უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩალიის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში შეწყდეს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში გაწევრიანების ფორსირებული მცდელობები.
ჩალიი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტისა და მისი გუნდის მოსვლის გამო არ არის საჭირო არავითარი რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა.
"ჩემი შეთავაზებით მომავალი სამი შემდგომი წლის განმავლობაში, ანი 2012 წლამდე შეწყდეს ნებისმიერი დისკუსია სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში ფორსირებული წესით შესვლის შესახებ. ამავე დროს, უნდა შეწყდეს ყველა ინიციატივები რეფერენდუმების შესახებ, დავადოთ მორატორიუმი ამ პერიოდს და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვეძებოთ კონსოლიდაციის რესურსი და ძალისხმევა არ დავიშუროთ იმისათვის, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკის ახალ ეფექტურ პარადიგმაზე გავიდეთ", _ განაცხადა ჩალიიმ.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება. "უკრაინა არც ერთ სამხედრო ბლოკში არ გაწევრიანდება. ეს უკრაინელი ხალხის აზრია და მას პატივი უნდა ვცეთ", _ განაცხადა იანუკოვიჩმა.