დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და ნიდერლანდების მეცნიერთა ერთობლივმა ჯგუფმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უახლოეს დროში გამოვა პრეპარატი, რომელიც ადამიანებს თმის გაჭაღარავებისგან დაეხმარება.
ექსპერტების აზრით , გაჭაღარავების პროცესს საფუძვლად უდევს ძლიერი ეპიდერმული ჟანგვითი სტრესი, რასაც მივყავართ დიდი რაოდენობით წყალბადის ზეჟანგის დაგროვებასთან და რომელიც თვის მხრივ იწვევს შიგნიდან თმის ფერის შეცვლას .
ადამიანის ორგანიზმის სტრესის წყალობით ხდება დნმ-ის დაზიანება,რაც განპირობებულია ანეიროტრანსმიტების უხვი გამოყოფით.
სპეციალისტების მიერ შემუშავებული ახალი პრეპარატი სრულიად შეცვლის არსებულ ვითარებას. დამზადებული კრემი მცირე დოზით უნდა წაისვათ თავის ზედაპირზე, რის შემდეგ მზის სხივების მოქმედების შედეგად ზეჟანგის დონე მნიშვნელოვნად მცირდება.
პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე, რომელშიც შედის მოდიფიცირებული ფსევდოკატალაზა, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ სასურველი შედეგი.
ახალ კრემს აქვს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, მისი გამოყენება შესაძლებელია კანის დეპიგმენტაციის სამკურნალოდ.
ადრე კომპანია L`Oreal ლაბორატორიაში შეიმუშავეს აბები ჭაღარისგან დასაცავად.
დღეში ერთი აბის მიღება საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ ბუნებრივი ფერი ღრმა სიბერემდე. მეცნიერების გარანტიით პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები, რადგან ის სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებს ეფუძნება.
მასალის გამოყენების პირობები