ვასედისა და კიუშუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განსაზღვრეს სამკურნალო პრეპარატი, რომელიც აღკეთავს ქალების მოყვარულ მამაკაცთა "გულაობას".
სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ღალატისგან ანტიბიოტიკები ეხმარება. მეცნიერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედიკამენტი სამუდამოდ მოგაშორებთ ღალატის აზრს. ექსპერიმენტმა აჩვენა,რომ პრეპარატი "მინოციკლინი" აიძულებს მამაკაცს შეცვალოს თავის დამოკიდებულება ქალის მიმზიდველობისადმი.
პრეპარატის მიღების შემდეგ მამაკაცები წყვეტდნენ ქალის ვიზუალური მიმზიდველობის აღქმას მისი ხელმისაწვდომობით.
ადრე, ეს პრეპარატი გამოიყენებოდა ინფექციის და აკნეს სამკურნალოდ. თუმცა გასულ წელს იაპონელმა მეცნიერებმა გააკეთეს გარღვევა პრეპარატის შესაძლებლობებში. მათ აღმოაჩინეს, რომ პრეპარატი მოქმედებს ტვინის მუშაობაზეც.
სულ ახლახან ბონის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს ჰორმონ ოქსიტოცინის დამატებითი თვისებები, რომელიც ძლიერ სქესს ღალატისგან იხსნის.