ჰორმონი, რომელიც შესაძლებელს გახდის მომავალში უმკურნალონ პირველი და მეორე ტიპის დიაბეტს, აღმოჩენილია ჰარვარდის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ.
რიგმა ცდებმა საშუალება მისცა მეცნიერებს დაედგინათ, რომ ჰორმონი ბეტატროფინი თაგვებში 30 ჯერ ზრდიდა ინსულინის - პანკრეასის ბეტა -უჯრედების გამომუშავებას. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ბეტა-უჯრედებს ინსულინი გამოიმუშავებს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს ინსულინის ბუნებრივი რეგულაცია, რითაც მცირდება დიაბეტისთვის დამახასიათებელი გართულებების რადიკალური რაოდენობა.
დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდის გამოყენება სწრაფად ვერ დაიწყება, საჭიროა მინიმუმ რამდენიმე წელი რათა მისი გამოყენება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე მოხდეს. თუმცა მეცნიერთა აღმოჩენამ სამედიცინო პრეპარატების მწარმოებელთა ყურადღება მიიპყრო.
ამჟამად, მეცნიერები წარმატებულად ატარებენ კვლევებს გენ - მოდიფიცირებულ დიაბეტით დაავადებულ ლაბორატორიულ თაგვებზე, მაგრამ ბეტატროფინი არის ასევე ადამიანის ორგანიზმში.
მეცნიერების ვარაუდით ახალი მედიკამენტი ბაზარზე 3-5 წლის შემდეგ გამოჩნდება. ეს მინიმალური დროა ამ ტიპის მედიკამენტისთვის, როგორც წესი სხვადასხვა გამოცდისთვის გაცილებით მეტი დროა საჭირო.
ძალიან ხშირად მეორე ტიპის დიაბეტი სიმსუქნეს უკავშირდება რაც ერთობლიობაშია ფიზიკური აქტივობის უკმარისობას ან მის არარსებობასთან. დაავადება ხელს უწყობს პაციენტის ორგანიზმში შემცირდეს ბეტა-უჯრედების რაოდენობა, შესაბამისად რის შემდეგ ორგანიზმს უნარი არ ააქვს გამოიმუშაოს ინსულინის საჭირო რაოდენობა.
ბეტატროფინის შეყვანა კი ზრდის ბეტა-უჯრედებს, რომელიც დამოუკიდებლად გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის საჭირო ინსულინს. მეცნიერების აზრით ახალი აღმოჩენით შესაძლებელი გახდება შეწყდეს ადამიანებში დიაბეტის პროგრესირება ან თუნდაც სრულად განიკურნონ ამ სენისგან.
მნიშვნელოვან აღმოჩენაში მეცნიერებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცნობილი ფაქტი დაეხმარა: ქალებს ორსულობის დროს ბეტა უჯრედების რaოდენობა მნიშვნელოვნად ეზრდებათ, იზრდება ინსულინის დონეც. ექსპერიმენტულ თაგვებზე მსგავსი კავშირის შესწავლისას მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ სწორედ ჰორმონი ბეტატროფინი "რთავს" დამატებით ბეტა-უჯრედების წარმოებას.