ადამიანებში კიდურების ფუნქციონალურმა დაკარგვამ, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ტვინის დაზიანებასთან ან ინსულტთან, შეიძლება გამოიწვიოს თავისა და ზურგის ტვინს შორის ნეირონული გზების შეფერხება . თუმცა ნარჩუნდება ნეირონული ჯაჭვი, რომელიც განლაგებულია დაზიანებული ადგილის ზემოთ ან ქვემოთ.
იაპონიის ნაციონალური ფიზიოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა იუკიო ნიშიმურმა . ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ებერჰარდ ფეცმა და სტივ პერლმუტერმა აშშ-ში ჩაატარეს კვლევები და შესთავაზეს ახალი ხელოვნური ნეირონული კავშირები, რომელმაც შეაერთა დაზიანებული ზურგის ტვინი პარეტიული სინდრომით დაავადებულ მაიმუნში.
მაიმუნს ჩაუტარდა ზურგის ტვინის ელექტრონული სტიმულაცია და დაზიანებული ნეირონული ჯაჭვი ხელოვნური კავშირით შეაერთეს. ამ კვლევებმა აჩვენა,რომ ხელოვნურ ნეირონულ კავშირს შეუძლია კომპენსირება გაუკეთოს "გაწყვეტილ გზას" და ხელი შეუწყოს ზემო კიდურების ნებაყოფლობით მართვას ისეთი ტრამვების დროს როგორიცაა ზურგის ტვინის დაზიანება ან ინსულტი. კვლევები გამოქვეყნებულია ჟურნალში Frontiers in Neural Circuits
"აღნიშნული კვლევა პარალიზებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ დამოუკიდებლად. ჩვენი ექსპერიმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ დრომდე ჩატარებული ყველა კვლევისგან. ჩვენ არ გამოგვიყენებია პროთეზი, რომელიც ცვლის კიდურებს, არამედ შევიმუშავეთ ხელოვნური ნეირონული კავშირი, რომელიც შეცვლის დაზიანებულს და აღადგენს ზედა კიდურების მამოძრავებულ ფუნქციას. ასეთი გადაწყვეტილება საუკეთესოა ორთოპედიული მკურნალობისთვის და საბოლოოდ ჩაანაცვლებს პროთეზს", - აცხადებს პროფესორი ნიშიმურა.
მასალის გამოყენების პირობები