1,2 სმ-ის ზომის მოწყობილობა რომელიც იმპლანტირებული იქნება კანქვეშ, პაციენტის სისხლში მიმდინარე უმცირეს ცვლილებას ითვისებს.
შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს 1,2 სმ-ის ზომის მოწყობილობა, რომელიც შეძლებს სისხლში განსაზღვროს შაქრისა და ქოლესტერინის დონე. ასევე შეაფასოს ადამიანის ორგანიზმზე მკურნალობის გავლენა, მაგალითად ისეთის როგორიცაა ქიმიოთერაპია და მონაცემები გადასცეს სმარტფონს Bluetooth მეშვეობით.
მოწყობილობა შედგება ხუთი სხვადასხვა სენსორისგან, რომლებიც იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეცნიერების სიტყვებით პაციენტის სისხლში მიმდინარე უმცირესი ცვლილების საფუძველზე რამოდენიმე საათით ადრე შეძლებენ ინფარქტის პროგნოზირებას.
მოწყობილობის ტესტირება ცხოველებზე განხორციელდა, უახლოეს მომავალში ნავარაუდევია ტესტირება ადამიანებზე დაიწყოს.
თუმცა ბაზარზე ამ მოწყობილობის გამოჩენას შეიძლება რამოდენიმე წელი დასჭირდეს.