მედიკოსებმა შექმნეს სპეციალური ჟილეტები ,რომელთა დახმარებით ზუსტად განისაზღვრება გულის რითმის დარღვევა. პირველი ტესტი დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. დასავლეთ ლონდონის იმპერიული კოლეჯის - NHS Trust კარდიოლოგები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჟილეტებმა საშუალება მისცათ უფრო მეტი პაციენტებისთვის ემკურნალათ.
სამუშაო საწყის სტადიაზეა - ექიმებმა ჟილეტები მხოლოდ 40 პაციენტზე გამოიყენეს. თუმცა ისინი აღფრთოვანებული დარჩნენ შედეგებით.
პანელი დაახლოებით 250 ელექტროდს შეიცავს, რომლების ზუსტად განსაზღვრავენ გულის ანომალიურ აქტივობას და პრობლემის მიზეზს. კომპიუტერული გამოსახულება შემდგომში გამოიყენება პაციენტის გულის "ელექტრონული რუქის " შესაქმნელად.