წითელას ვირუსთან ბრძოლისთვის შესაბამისი ზომები გატარდება. კვირის განმავლობაში აიცრება ყველა ბავშვი, ვისაც მანამადე აცრა არ ჩატარებია. ასევე, დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირები და სამედიცინო პერსონალი.
წითელას ვირუსით თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გარდაცვლილია 11 თვის ჩვილი და 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.
მიმდინარე წელს წითელას 518 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 402 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.