წითელას ვირუსით თბილისში ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილია 11 თვის ჩვილი და 19 წლის ახალგაზრდა.
ცენტრის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი თანმხლები მძიმე ფონური დაავადებაა, რომელიც ვირუსმა გაავრცელა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ სტატისტიკურად ამ რაოდენობის პაციენტები 2004-2005 წლებში ფიქსირდებოდა.
29 მარტის მონაცემებით კი, წითელათი დაავადებულთა რიცხვი 518-ს აღწევს. მათ შორის, 402 შემთხვევა თბილისშია დაფიქსირებული.
მიმდინარე წელს წითელას ვირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტია.