ნიუ-იორკის სლოან-კეტერინგის მემორიალურ ონკოლოგიურ ცენტრში წარმატებით ჩატარდა გენური თერაპიით მწვავე ლეიკემიის - (სისხლის დაავადება, რომელიც განუკურნებლად ითვლება) შეზღუდული გამოცდა.
პაციენტ დავიდ აპონტს დაავადების სიმპტომი სულ რაღაც 8 დღეში გაუქრა, ხოლო ოთხ სხვა ავადმყოფთან იგივე რვა კვირაში მოხდა, თუმცა ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა, რაც გენურ თერაპიას არ უკავშირდებოდა, ხოლო მეორე გართულებისას.
გენური თერაპიის ძირითად გასაღებს წარმოადგენს კიბოს უჯრედების ზედაპირზე უნიკლური მოლეკულის გამოვლენა, რასაც მოჰყვება პაციენტის იმუნური უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაცია ისე, რომ მათ შეეძლოთ დამიზნებით შეუტიონ ავთვისებიან უჯრედებს.
პაციენტების რემისიის ვადა - 5 თვიდან 2 წლამდეა.
მასალის გამოყენების პირობები