მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსი, რომელიც აქტიურ საველმოქმედო საქმიანობას ეწევა და განსაკუთრებით შიდსით დაავადებულებს ეხმარება, ახალი თაობის პრეზერვატივის შესაქმნელად მნიშვნელოვან თანხას გაიღებს.
გავრცელებული ინფორმაცით, ბილ და მელინდ გეიტსების ფონდი ახალი თაობის პრეზერვატივის შესაქმნელად 100 ათას დოლარს გადაიხდის.
პრეზერვატივმა საიმედოდ უნდა დაიცვას ორსულები და მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ვენერიული დაავადების გადადების რისკი.
ჯგუფში, სადაც ახალი პრეზერვატის შექმნაზე მუშაობენ აცხადებენ, რომ მისი გამოყენება არ შეამცირებს, არამედ გააძლიერებს ტაქტილურ შეგრძნებებს. სწორედ ეს "დიკომფორტი" აიძულებს მამაკაცების უმეტესობას უარი თქვას სექსის დროს პრეზერვატივის გამოყენებაზე.