როდესაც თავის ტკივილი მუდმივი ხდება და ჩვეულებრივი აბები არ გვშველის ამ დაავადებისგან თავის დასაღწევად ახალი მეთოდების ძებნას ვიწყებთ.
38 წლის ამერიკელმა ლიზა პაინერმა შაკიკის შემოტევებისგან თავის დასაღწევად საინტერესო საშუალება გამონახა. ლიზა 20 წლის განმავლობაში იტანჯებოდა თავის ტკივილის ძლიერი შემოტევისგან. მკურნალობის ტრადიციული მეთოდები შედეგს არ იძლეოდა, აი ბანანმა კი ნანატრი შვება მოიტანა.
თავის ტკივილები ლიზას მოზარდ ასაკში დაეწყო, ხოლო ორი მშობიარობის შემდეგ სიმპტომები გაძლიერდა. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ შეძლო დაედგინა შაკიკის მიზეზი. მაგრამ, ქალმა დროთა განმავლობაში თავად შენიშნა, რომ თავის ტკივილები მაშინ იწყება როცა მშიერია.
სხვა სიტყვებით, მის სისხლში შაქრის დონე ეცემა. ნახშირწყლოვან საკვებს, მათ შორის ბანანს გააჩნია შაქრის დონის ნორმალიზების და შაკიკის შეტევის თავიდან აცილების უნარი.
ახლა ყოველ ჯერზე ლიზა პაინერი როგორც კი ტკივილის დაწყებას გრძნობს, ერთ ბანანს მიირთმევს.